понедельник, 19 июня 2017 г.

საზაფხულო  სკოლა   მოსწავლეებისათვის!

    სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის 2 პედაგოგი ორგანიზებას უწევს საზაფხულო  სკოლას, რომელშიც 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გაატარებენ საზაფხულო არდადეგებს.
     საზაფხულო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებს შეიძინონ ახალი უნარები, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ თანატოლებს.
       საზაფხულო სკოლაში ბავშვები რუსული ენის პედაგოგების მეთვალყურეობით გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს  და შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევის წინაპირობა გახდება.
სწავლა-სწავლება  წარიმართება კომფორტულ, თანამედროვე ტექნიკური ბაზითა და კომპიუტერებით აღჭურვილ საკლასო ოთახებში.
     მიეცით თქვენს ბავშვს შანსი, რომ შეაბიჯოს საზაფხულო სკოლის  საოცარ სამყაროში!




საზაფხულო სკოლაში
ბავშვებს ელოდებათ

ახალი ნაცნობობა თანატოლებთან;
საინტერესო და სახალისო გუნდური სამუშაო;
ნათელი შთაბეჭდილებები და ემოციები;
საკუთარი ნამუშევრების შედეგები;


პროგრამის ფარგლებში შეიმეცნებენ:
რუსულ ენაზე საუბარი არც ისეთი რთული ჩანს, თუ მას თამაშ-თამაშით ისწავლით!  სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით თქვენი შვილი ნაცნობი ნაბიჯებით აქამდე უცნობ სამყაროში შეაბიჯებს!

პიროვნული განვითარება
გაკვეთილებზე ბავშვები განივითარებენ კრეატიული აზროვნების, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის დამყარებისა და გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობით მიღების უნარებს.
მიღების პირობები

2017 წლის საზაფხულო სკოლის
სწავლის გრაფიკი:
22.06 - 14.07

11:00-დან 15:00 საათამდე
არავითარი სირთულეები სწავლის პროცესში, ამის ნაცვლად - სრულფასოვანი დასვენება, გაჯერებული საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილებით. საზაფხულო სკოლის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას გამოსცადო თავი სხვადასხვა მიმართულებით.
არდადეგები - ეს ხომ არის დრო ექსპერიმენტებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენისთვის.
ყველა გაკვეთილი ტარდება ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლაში.
საზაფხულო სკოლა - ეს არის სასარგებლო და სასიამოვნო არდადეგები!

четверг, 15 мая 2014 г.

ისტ-ის  მეორე დონე      მცხეთის პირველი საჯარო სკოლა  30.04-15.05   2014 წელი

ტრენინგის თემატიკა იყო ძალიან კარგად შერჩეული ,ვისწავლე ჩემთვის ძალიან საინტერესო და აუცილებელი  საკითხები ინტერნეტში მუშაობისთვის:

1.საპრეზენტაციო  პროგრამა-სლაიდების შექმნა.
2.პრეზენტაციის  აწყობა და გადაგზავნა.
3.ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის  შექმნა.
4.lemill.net-ზე  მასალის  ატვირთვა.
5.excel-ში საშუალო არითმეტიკულის  გამოყვანა.
6.excel-ში დიაგრამის  აგება.
7.სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით.
8.ბლოგის პირველადი შექმნა  და  სტატიის გამოქვეყნება.
9.ახალი სტატიის გამოქვეყნება უკვე შექმნილ ბლოგზე.
10.vord-ში გაკვეთილის გეგმასა და  პროექტზე მუშაობა.

მინდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის თეა  შავერდაშვილის  პროფესიონალიზმი  და  უნარი  დაიყვანოს ყველა  რთული  საკითხი მსმენელამდე .დიდი მადლობა ნაყოფიერი  შრომისთვის.შევეცდები  შეძენილი ცოდნა გამოვიყენო  ჩემს  საქმიანობაში.

понедельник, 12 мая 2014 г.

                                                        პროექტი

1.პროექტის  სახელწოდება:მცხეთის ღირსშესანიშნავი ძეგლები.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეების   მიერ რუსულ ენაზე ძეგლების აღწერის უნარის გაუმჯობესება,დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა.
3.პროექტის აქტუალობა:ინტერნეტის უკეთ გამოყენება სხვადა სხვა მასალების  და  ფოტომასალების მოსაძიებლად.
4.პროექტის მიზნები:უკეთ გაცნობა ჩვენი ისტორიული წარსულის,რუსულ ენაზე  საუბარი;დიალოგის წარმართვა,ინდივიდუალური მუშაობა.
5.მონაწილეთა ასაკი:15წლის
6.ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო და ინფორმაციული ხასიათის მასალის მოძიება ინტერნეტში,ფლომასტერები და მარკერები,ქაღალდის ფორმატი(ფერადი ან თეთრი).
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ვაძლევ მითითებებს ,ვუთითებ საიტებს და სხვადასხვაწყაროებს,სადაც შეუძლიათ მოიპოვონ საჭირო მასალა(წიგნი, ჟურნალები და სხვა).
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებული საქართველოს ისტორიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ი.ჩიტიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:chitiashviliizolda@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/http://izoldachitiashvili.blogspot.com/